ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ევროპაში, ასევე აშშ-ი, ე.წ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიმღებ პირებს პრესონალურ სანქციებს მალე დაუწესებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით პარტნიორები, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” სადავო კანონის უკან გაწვევას თხოვდნენ, რეალურ ქმედებაზე გადადიან. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართველ ხალხს არ მიატოვებენ და მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელიც მათივე თქმით, ოქტომბრის არჩევნებით დასრულდება, საქართველოს მოქალაქეების გვერდით იქნებიან. გასულ თვეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ოფიციალურად გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მათ წინააღმდენ, ვინც ხელისუფლებაში ე.წ გამჭვირვალობის კანონს უჭერდა მხარს. რაც შეეხება ევროკავშირს, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, შესაფერისი პასუხების განხილვა უკვე დაწყებულია და დაწყვეტილება ივნისში გახდება ცნობილი.