პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სახელწოდებით: “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” გაიმართა. კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება, კერძოდ მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება იყო. აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას მოქალაქეებს QR კოდები დაურიგდათ, მასზე ანგარიშის ნომრები იყო დატანილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეეძლოთ. როგორც ცნობილია, 250 ათასი ლარი შეგროვდა. აქცია-კონცერტის დაწყებამდე ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა.