პარტია ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს და კონკრეტული პირების მიმართ ბულინგსა და შეურაცხყოფას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ განცხადების ავტორი არა ხალხის ძალის დეპუტატი არამედ რუსული ხელისუფლებაა. მათივე შეფასებით მსგავსი გზავნილები საქართველოს მოსახლეობას ვერ შეაშინებს, რადგან 26 ოქტომბერს მოქალაქეები ყველაფერს წერტილს დაუსვემენ. გურამ მაჭარაშვილის ინიციატივას მოკლე კომენტარით გამოეხმაურა მთავრობის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ვინც დანაშაულს ჩადის, ის აუცილებლად დაისჯება.