„ერთიანი ნაციონალი მოძრაობის“ ოფისში სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე გამომძიებლები ღამით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ისინი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან 12 საათის შემდეგ მივიდნენ:
ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმიდან 12 საათზე მეტი გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი არცერთი მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. პარტიაში კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ, რადგან ლიდერების განცხადებით, კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ცენტრალურ შტაბზე ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა, მოძალადეები ქვებითა და ხის შუბებით იყვნენ შეიარაღებული და ოფისში შეჭრას ცდილობდნენ.