საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი- “სტუდფესტი 2024” მიმდინარეობს. სტუდფესტის ფარგლებში მოხალისეობის კონკურსი იმართება, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების გუნდები იღებენ მონაწილეობას. ამჯერად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხალისეობის კომპონენტის ფარგლებში, პროექტი - „ერთიანობის იმედი“განახორციელეს. სტუდენტები ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრნენ, ბენეფიციარებს რამდენიმე დღე გაულამაზეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.