როგორია ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო გეგმები და შეუერთდებიან თუ არა ისინი პრეზიდენტის შეთავაზებას. ქართულ ქარტიასთან მიმართებით ხელისუფლების ოპონენტებს საერთო შეხედულებები აქვთ. ისინი ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმებიან და განმარტავენ, რომ ქარტიაში ყველა ის ვალდებულებაა თავმოყრილი, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოვებს. რაც შეეხება საკითხს, მოაწერენ თუ არა ქარტიას ხელს ოპოზიციის წარმომადგენლები,- ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებით კითხვის ნიშნები აქვთ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ