უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ეუთო ოდირის დასკვნა, რომელიც ორი დღის წინ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, მმართველ გუნდს კითხვის ნიშნებს უჩენს. ქართული ოცნების ლიდერებმა ეუთო ოდირის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტები ვერ ნახეს და განაცხადეს, რომ დოკუმენტს, რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. მათი თქმით, ოდირის დასკვნა კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ე.წ რუსულ კანონზე. რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპოექტრში აღნიშნულ საკითხზე თემის დეტალებს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.