ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შეუთავსებელია. ეუთო/ოდირი ასევე აღნიშნნავს, რომ ახლად დამტკიცებული კანონი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელს ხდის. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ეუთო/ოდირის დასკვნა იმის მანიშნებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი უნდა გააუქმოს. მმართველ პარტიაში კი ეუთო/ოდირის დასკვნას „არასანდოს და ზედაპირულს“ უწოდებენ.