უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობის დაგვიანებამ, რომ უკრაინას ჰქონოდა შესაძლებლობა, დასავლური იარაღი რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ გამოეყენებინა, კრემლის ძალებს, უკრაინისთვის დაცინვისა და უკრაინელებზე ნადირობის შესაძლებლობა მისცა. როგორც „გარდიანი“ წერს, ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დაეძლია თავისი მრავალწლიანი წუხილი მოსკოვთან შესაძლო ბირთვული „ესკალაციის“ შესახებ. მისივე თქმით, აშშ-ს უკრაინელების რწმენა უნდა ჰქონდეს და მათი უფრო მეტად სჯეროდეს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები არარეალურია. სამშვიდობო შეთანხმება კი „ხაფანგი“ იქნება, რადგან პუტინი ნებისმიერ შეთანხმებას დაარღვევს.