8 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ოფიციალური ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრება. მას საფრანგეთის ლიდერი, ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს. მხარეები ნატო-სა და დიდი შვიდეულის სამიტების წინ, უკრაინის მიმართ ურყევ და მდგრად მხარდაჭერას განიხილავენ. საუბარი, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბირთვულ საკითხებში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხება. ამასთან, კლიმატის მდგომარეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებით, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ზომებიც განიხილება. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის გრძელვადიან ურთიერთობას ასახავს.