ახალგაზრდული ფესტივალის, “სტუდფესტი”-ის ფარგლებში ინტერმედიის კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტსიტეტმა უმასპინძლა. ინტერმედიის კონკურსი სტუდენტებში სამსახიობო ნიჭისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას ისახავდა მიზნად და მასში მონაწილეობას საუნივერსიტეტო თეატრალური დასები იღებდნენ. „სტუდფესტი 2024“, საქართველოს განათლების, სამინისტროს ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით იმართება და მასში წელს საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.