იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ორი ფაქტი გამოავლინეს. ხარაგაულის მინიციპალიტეტის, სოფელ სარგვეში, სახელმწიფო ტყეში სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 12 კუბურ მეტრამდე ფიცარი და 3 კუბური მეტრი წაბლის სახეობის სამასალე მერქანი. ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.