უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. გასულ ღამეს რუსებმა ხარკოვში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. რუსებმა კვლავ ორმაგი დარტყმის ტაქტიკა გამოიყენეს, მეორე იერიში კი მაშინ განახორციელეს, როდესაც ადგილზე უკვე ექიმები, მაშველები და პოლიციელები მუშაობდნენ. დაშავებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსიც. წინასწარი მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გაისროლეს.