ექსპერტები ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურებიან. ისინი ევროპული ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ ანალიზს ეთანხმებიან და მის ობიექტურობასა თუ სანდოობაში ეჭვი არ შეაქვთ. ანალიტიკოსები დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოსალოდნელი სანქციების შესახებაც საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ აშშ-ი გარკვეული შეზთღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას ევროკავშირზე უფრო მალე სწრაფად მიიღებს.