დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინეს. სარჯველაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის შეფერხებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. მინისტრმა ე.წ დიარჯი სისტემაზეც ისაუბრა. როგორც სარჯველაძემ განმარტა, ე.წ დიარჯი სისტემა არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას გააჩენს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება არა იმის მიხედვით, რომელ კლინიკას რა ფასი აქვს, არამედ ერთგვაროვნად ყველასთან მიმართებით.