აქტუალობას არ კარგავს ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც. პროექტზე განცხადებების მიღება დასრულდა. უახლოეს დღეებში, პროექტზე ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდება, რაც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პროექტმა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. მათი განმარტებით, აღნიშნული კომპანია საერთაშორისო სანქციებშია, რაც ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ოპოზიციის განცხადებებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი განმარტებით, ანაკლიის პორტის პროექტში წარმოდგენილი განაცხადისა და შესწავლის ეტაპზე, სანქცირებული კომპანიები სიაში არ ირიცხება.