ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი იურიდიულ ანალიზში წერს, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის საზღვრავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართალში აღნიშნულ მკაცრ მოთხოვნებს. ოდირის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და ამერიკასა და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში. ეუთო/ოდირი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ ეს კანონი და ნაბიჯები გადადგან, რათა აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.