დაუწესდებათ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები- უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ამის პარალელურად კი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის მთავარი თემა კვლავაც მოსალოდნელი სანქციებია. მმართველ გუნდში სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას არ იზიარებენ და მოსალოდნელი სანქციების საკითხს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოსალოდნელი სანქციები რეალურია რომელიც არამხოლოდ ქართული ოცნების წევრებზე მოახდენს გავლენას, არამედ ქვეყანაზეც. ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ ქართველმა ხალხმა ქართულ ოცნებას განაჩენი უკვე გამოუტანა.