ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ამავდროულად კი პოლიტიკურ სპექტრში მთავარი განხილვის თემა კვლავაც მოსალოდნელი სანქციებია. მმართველ გუნდში დასავლეთისა და სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ მათ სანქციების არ ეშინიათ. ისინი მოსალოდნელ სანქციებს პოლიტიკურ სპეკულაციებად აღიქვამენ და დასავლელ პარტნიორებს კვლავ აკრიტიკებენ. განსხვავებული მოსაზრება აქვსთ ოპოზიციაში - ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მოსალოდნელი სანქციები რეალურია და, როგორც თავად ამბობენ, ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი უკვე გამოუტანა. რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები მოსალოდნელ სანქციებზე.