მესამე სექტორი ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებას აანონსებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნას აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა მექანიზმს გამოიყენებენ, რათა ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი არაკონსტიტუციულად გამოცხადდეს. კიდევ რას აცხადებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.