მიმდინარე წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მონაცემებში. კვლევაში აღნიშნულია, რომ მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით არის გამოწვეული. ამასთანავე, აპრილში გაყიდვების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მდებარეობდა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. კვლევის თანახმად, გაყიდვები კრწანისის და მთაწმინდის გარდა თბილისის ყველა რაიონში გაიზარდა.