პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს უსმენენ. ის დეპუტატებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის ნიშნად მიხეილ სარჯველაძის მოსმენას არ დაესწრება, შესაბამისად ისინი მინისტრს კითხვებს ვერ დაუსვამენ. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ონკოლოპაციენტები აქციას ატარებენ. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: "მოვითხოვთ ჯანმრთელობის უფლებას; მინდა ვიცოცხლო“.