სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამოფრქვევა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარი სხვა ამოფრქვევები. ხელისუფლებამ, ვულკანური აქტივობის საფრთხის გამო, დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთით ევაკუაცია გამოაცხადა. დეკემბრის შემდეგ, ისლანდიაში ვულკანი უკვე მეხუთედ ამოიფრქვა.