პაპუა-ახალ გვინეაში სამაშველო ჯგუფები მეწყერში მოყოლილი 2 000-ზე მეტი ადამიანის ძებნას აგრძელებენ. თუმცა, როგორც Reuters წერს, სტიქიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამაშველო ჯგუფებს გადარჩენილთა პოვნის იმედი თითქმის არ აქვთ. მათივე თქმით, ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად 2 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალახის ქვეშ არის მოყოლილი. პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი 24 მაისს ჩამოწვა. მას შემდეგ სტიქიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.