საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ის მზადაა, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა მხოლოდ პალესტინის ადმინისტრაციის რეფორმირების შემდეგ. მისივე თქმით, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ესაუბრა და შესთავაზა „აღიარების პერსპექტივა“, თუ პალესტინის ხელისუფლება „აუცილებელ რეფორმებს გაატარებს“. მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის ერთგულებას პალესტინელებისა და ისრაელელებისთვის „საერთო ხედვისა“ და „უსაფრთხოების გარანტიების“ შექმნის მიმართ. აქამდე პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა რამდენიმე დღის წინ აღიარეს.