თბილისის 109-ე საბავშვო ბაღს მომავალი წლიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. მიმდინარე მშენებლობა თბილისის მერის მოადგილემ, კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტი 20-ც სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, რაც 600-მდე აღსაზრდელის მომსახურებას ითვალისწინებს. შენობა ბავშვთა უსაფრთოების სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარია გამოყოფილი და ის წლის ბოლოსთვის დასრულდება.