კიდევ ერთი ვეტო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაძლია. ე.წ „ოფშორების კანონი“ საპარლამენტო უმრავლესობამ 83 ხმით მიიღო. კანონის მიხედვით, ოფშორში რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ბევრ რისკს შეიცავს, მათ შორის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი მიღებულ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივამიშვილს უკავშირებს.