ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე განცხადებების მიღება დასრულდა. ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში,საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა,ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. კომპანია გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით,ჩინეთიდან შემოსული ტვირთი პორტისთვის სტაბილურობის გარანტი იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით,ანაკლის პორტის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნავენ, რომ პროექტმა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ უნდა შეუქმნას.