სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა - რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და ემუქრება თუ არა საქართველოს ფინანსური კოლაფსი - Palitra News

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა - რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს და ემუქრება თუ არა საქართველოს ფინანსური კოლაფსი

2024-05-29 20:26:30+04:00

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. მიზეზად კი ქართულ ბაზარზე არსებული აჟიოტაჟის გამო ლარის გაუფასურება დასახელდა. ფაქტს ეკონომიკის ექსპერტები ეხმაურებიან და აცხადებენ რომ მსგავსი პოლიტიკა ქართული ოცნებისგან გამომდინარეობს. მმართველი გუნდი კი აცხადებს რომ ეკონომიკის მიმართულებით საქართველო სტაბილურ დონეზეა.