საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, საერთაშორისო ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა. ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და იმ რისკებზე საუბრობენ, რომელსაც კანონის ამოქმედება გამოიწვევს. პარტნიორების გზავნილები უკვე შეაფასეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.