რამდენიმე თვიანი მძიმე განხილვების შემდეგ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი მიღებულია. ქართული ოცნების 28 მაისის გადაწყვეტილების შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტთან უკვე გადაიგზავნა. ცნობილია რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს არც ამ ჯერზე მოაწერს და უკან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაუბრუნებს. სწორედ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი. პარლამენტის თავმჯდომარე თანაგუნდელებს ერთსულოვნებისთვის მადლობას უხდის, ოპოზიციის ლიდერებს კი უცხო ქვეყნის აგენტებად მოიხსენიებს. "ქართულ ოცნებას" ანტიეროვნული გადაწყვეტილების მიღებაზე სდებს ბრალს ოპოზიცია.
რამდენიმე თვიანი მძიმე განხილვების შემდეგ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი მიღებულია