პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოფშორული კომპანიებიდან მომავალი რისკებით ხელისუფლება მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო გაიზარდა ალბათობა იმისა, რომ შესაძლოა დასავლეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები დაასანქირონ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენენ,რომ ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში საეაჭვო მათ შორის რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს. ხელისუფლების მტკიცებით კი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიზანი ქართული ეკონომიკის გაძლიერებაა.