ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 60 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა, საიდანაც 48 700 000 დოლარი გაიყიდა. ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუციაში აცხადებენ, რომ აუქციონის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ ბაზარზე კურსის გაუფასურება, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მხოლოდ აჟიოტაჟმა გამოიწვა. სებ-ის მიერ რეზერვების ხარჯვას ასევე დადებითად აფასებენ ბიზნესასოციაციაში, რომელიც ინსტიტუციას მოუწოდებს, რომ მომდევნო დღეებშიც საჭიროების შემთხვევაში ლარის სტაბილურობისთვის გამოიყენოს ყველა ბერკეტი გამოიყენოს.