პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იმის თაობაზე იქნება, თუ რა არის საქართველოს მოსახლეობის სურვილი - ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადეობამ ხელმოწერების შეგროვების პროცესი დაიწყოს და ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ხელმოწერით დაადასტურებს ქართველი ხალხის არჩევანს.