გიორგი ვაშაძეს საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა - Palitra News

გიორგი ვაშაძეს საპარლამენტო ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

2024-05-28 18:24:14+04:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა, რასაც ვაშაძე ტაშით შეხვდა.

„ყოჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“, - მიმართა ვაშაძემ ზავრადაშვილს.

შემთხვევა იმ დროს, მოხდა, როდესაც ვაშაძე ტრიბუნასთან სიტყვით გამოდიოდა.