პაპუა-ახალი გვინეის ხელისუფლების თქმით, მასიურმა მეწყერმა 2 000-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. აღნიშნული სტიქიის შემდეგ, ქვეყანა გაერო-ს დახმარებას სთხოვს, ვინაიდან სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალის დაზიანებისა და მეწყრის განმეორების რისკის გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა. პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი 24 მაისს ჩამოწვა. უკვე სამი დღეა, რაც ადგილზე უწყვეტი სამძებრო სამუშაოები გრძელდება, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 6 ცხედრის პოვნა მოხერხდა.