ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის - ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიია, ლიეტუვოს, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რომ ე.წ. აგენტების კანონი გაიწვიოს. განცხადებაში, რომლითაც ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავენ, ნათქვამია, რომ ბოლო დროს საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები მათთვის არის „შემაშფოთებელია“. მათივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. აშშ და ევროკავშირი ე.წ. “გამჭვირვალობის” შესახებ კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები აღნიშნული კანონის მიღებას ქართული დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრას უწოდებენ.