დასავლელი ლიდერების ნარატივს ქართველი ოპოზიციონერები სრულად იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა ის კრიტიკული განცხადება, რომელსაც ევროპელი და ამერიკელი ლიდერებსგან ვისმენთ, “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა დასანქცირების წინაპირობას წარმოადგენს. ოპოზიციაში იმის იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლების შეცდომის გამო არ დაისჯება და ამ ყველაფერზე პასუხს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აგებს.