ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტურ და არაპერსპექტიულ განცხადებად აფასებს. ე.წ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი პოპულისტური განცხადებები ჟღერდება მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ და, უპირველეს ყოვლისა, შიდა აუდიტორიაზეა მიმართული. მათი მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, აფხაზეთი „დააბრუნოს საქართველოს შემადგენლობაში“, აბსოლუტურად უპერსპექტივოა.