ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა თუ საქართველოს დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრა - ეს არის კითხვა რომელსაც დასავლეთი აქტიურად სვამს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი აკრიტიკებს. მან ამ საკითხთან დაკავშირებით წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ კანონის ამოქმედება საქართველოს დასავლურ მომავალს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. კრიტიკული გზავნილები ისმის ევროპიდანაც. დასავლეთი ხელისუფლებას საკუთარი ხალხის ხმის მოსმენისა და კანონის უკან გაწვევისაკენ მოუწოდებს.