უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხელშეკრულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოაწერეს.
„უკრაინას შეუძლია მშვიდობისთვის ბრძოლაში, ყველა ღირებულების დაცვაში, რომელიც გვაერთიანებს, ესპანეთის იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.
პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი მეათე სახელმწიფო გახდა, რომელმაც უკრაინასთან მსგავს ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში დღეს ჩავიდა. მას აეროპორტში ესპანეთის მეფე, ფილიპე VI დახვდა.