იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის პარალელურად დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები კომიტეტის გარეთ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მათ შორის გამოეხმაურნენ სახალხო დამცველის გზავნილებს, რომ პრეზიდენტს დისკუსიისთვის მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოედგინა, თუმცა მიუხედავად ამისა, ხვალინდელ სესიაზე ვეტო დაძლეული არ უნდა იყოს. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან ეროვნული ინტერესების ღალატზე საუბრობს, უმრავლესობა კი ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს.