სომხეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.მედიის ცნობით, ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. სოფელ კარკოპის მონაკვეთში მდინარე დებედაზე ხიდი ჩამოინგრა, შედეგად სოფელი დაიტბორა. ტავუშის რეგიონში ორი ხიდი ჩამოინგრა, დაინგრა სამი საცხოვრებელი სახლი, 45 სახლი და ორი სასტუმრო კი დაიტბორა. სომხეთის სხვადასხვა დასახლებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შსს-ს სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩავიდა.