„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლების მოსალოდნელ ნაბიჯებსა და სავარაუდო გეგმებზე საუბრობენ. “ქართული ოცნების” ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს, რაც მის ისტორიას მძიმე ლაქად დარჩება.