მოქალაქეებმა თბილისის ქუჩებში საპროტესტო მარში გამართეს. აქციის მონაწილეები 26 მაისის დღესასწაულს შეუერთდნენ და ამავე დროს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის მიღებით საქართველო რუსეთს უახლოვდება, რაც მათი აზრით, მოპოვებულ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეებმა ქუჩებში სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. აქციას ახალგაზრდები, პროფესორ-მასწავლებლები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარომადგენლები შეუერთდნენ