დამოუკიდებლობის დღისთვის თავდაცვის ძალებმა გენერალური რეპეტიცია გაიარა. რეპეტიციას ადგილზე დააკვირდა თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. 26 მაისს, ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამხედრო კომპონენტით დაიწყება.
საზეიმო ღონისძიების დასასრულს, „ჩაკრულოს“ ფონზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სადემონსტრაციო გადაფრენას შეასრულებს. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა.