„ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახლა უკვე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებსა და სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერებაზეა საუბარი. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ, რადგან არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამავდროულად, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებთან დაკავშირებით პერსონალურ სიას ჯერჯერობით არ გამოაქვეყნებენ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები ე.წოდებულ „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან შეუთავსებელია.