დღეს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ვაკის პარკის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც ახლა უკვე პარლამენტის მიმდებარედ გრძელდება. მომიტინგეთა შორის უნივერსიტეტების ლექტორები და სკოლების მასწავლებლები არიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ყველაფერზე უარყოფითად აისახება და გამონაკლისი არც განათლების სფეროა - მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას უნადგურებს. რა ვითარებაა აქციაზე ამ წუთებში და კიდევ რას აცხადებს მსვლელობის მონაწილეები, ამას ხატია სამხარაძე გვეტყვის.