თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, ირაკლი კობახიძის ლექციის დროს, სტუდენტებმა და აქტივისტებმა ჩაატარეს აქცია სახელწოდებით “დახვდი კობახიძეს”. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს „გამყიდველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების იმდენად ეშინია, რომ უნივერსიტეტში, როგორც თავად ამტკიცებენ, შეიპარა. ლექციის დასრულების შემდეგ, კობახიძემ უნივერსიტეტის შენობა ცენტრალური შესასვლელიდან დატოვა, სადაც მას აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაძაბა. ერთმანეთს სამართალდამცველები და პროტესტის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.
ხმაური და დაპირისპირება თსუ-ს მეორე კორპუსთან - სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის ლექციის დროს აქცია სახელწოდებით “დახვდი კობახიძეს” გამართეს