ეკონომიკისა მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაატარა - მხარეებმა სექტორში მიმდინარე და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს შეხედულებები და ინფორმაცია თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის სტატისტიკა და დატვირთულობის მაჩვენებლები.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგია პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სექტორს ჰქონდეს ინფორმაცია არამარტო მთლიანი ეკონომიკური სურათის, არამედ იმის შესახებაც, თუ რა აკეთებს და გეგმავს მთავრობა ტურიზმის დარგის მუდმივი, აქტიური მხარდაჭერისთვის ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო, არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური დინამიკა გააცნო.